WinExpo Georgia
თბილისი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი, გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიკურ ღვინოებს აცნობს. გამოფენაზე, ქართული კომპანიების გარდა, შვიდი ქვეყნის 200-მდე კომპანია საკუთარი პროდუქცით არის წარმოდგენილი. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გახსნა.
