საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა სამინისტრომ ოთხი ახალი კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა სამინისტრომ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ხელშეწყობისათვის ოთხი ახალი კონკურსი გამოაცხადა. „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსისთვის“ გამოყოფილია 30 ათასი ლარი.
