წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება სამინისტროს საშუალებას მისცემს, სწორად გააანალიზოს საჭიროებები, ამ გადაწყვეტილებით პროცესი არ შეაფერხება და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე, მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა მიეცემათ.
