სტუდენტები ილიაუნის რექტორის წინააღმდეგ
„სტუდენტები სამართლიანობისთვის „ - არასამათავრობო ორგანიზაციამ დღეს ილიაუნის ადმინისტრაციას კიდევ ერთი განცხადებით მიმართა. სტუდენტები უნივერსიტეტში დასაქმებულ პირთა სიის გასაჯაროებას ითხოვენ და არ გამორიცხავენ, რომ ამ გზით უნივერსიტეტში სავარაუდოდ არსებული ნეპოტიზმის ფაქტები გამოავლინონ. დღესვე სტუდენტებმა რექტორს კონკრეტული კითხვით მიმართს მათ აინტერესებთ არის თუ არა ნინო დობორჯგინიძე წარსულში ნასამართლევი. რექტორი “ქრონიკის” სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
