ლაზარე გრიგორიადისის მამა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
ლაზარე გრიგორიადისის მამა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ის კანონდარღვევით დააკავეს. ბექა გრიგორიდისი ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ღამით გადაიყვანეს, დღეს დილით კი უფლებადამცველმა მოინახულა. გრიგორიადისი პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის პარლამენტთან იმ დროს დააკავა, როდესაც რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლას ცდილობდა.
