"იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი დამტკიცდა
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იარაღის ბრუნვის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
