სენატის გადაწყვეტილება
აშშ-ის სენატმა ევროვნული ვალის ლიმიტის დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ცვლილების სასარგებლოდ 63-მა სენატორმა მისცა ხმა. 36 კი მის წინააღმდეგ გამოვიდა. ეროვნული ვალის ზედა ზღვრის დროებით გაუქმება ქვეყანაში კატასტროფული დეფოლტის თავიდან ასარიდებლად იყო აუცილებელი.
