ალიევი-ფაშინიანის შეხვედრა
მოლდოვის დედაქალაქში ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ. ევროპული სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის არაოფიციალურ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრნენ.
