ვითარება კოსოვოში
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, მუნიციპალურ შენობებთან ნატოს სამშვიდობო მისიის ჯარისკაცები განლაგდნენ. ქალაქ ლეპოსავიჩში უსაფრთხოებას პოლონელი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ. რამდენიმე დღის წინ, ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ეთნიკური ალბანელი მერები დანიშნეს.
