პოლ ნიუმენისა და ჯოან ბუდვორდის აუქციონი
„პოლ ნიუმენისა და ჯოან ბუდვორდის სამყარო“- ამ სახელწოდებით ნიუ-იორკის სოტბის აუქციონი ერთდროულად სამ საჯარო ვაჭრობას მოაწყობს. წარმოდგენილი იქნება 300 ლოტი, რომლებიც 50-წლიანი ქორწინების განმავლობაში კინოს ლეგენდებმა ერთობლივად შეიძინეს. ლოტებს შორის იქნება წყვილის საწოლი, ბილიარდის მაგიდა, მაჯის საათი, ასევე სამოსი და აქსესუარები. აუქციონი 9 ივნისს დაიწყება და 13 ივნისამდე გაგრძელდება.
