გამარჯვებული სტარტაპები
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 ათას ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო. პროგრამა 2023 წლის 8 თებერვალს მეათედ გამოცხადდა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცხრა რაუნდის ფარგლებში, ჯამურად, 175 სტარტაპი დაფინანსდა.
