„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” მესამე დღე
„თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” მესამე დღეს კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების განვითარებასა და წახალისებას მუსიკალურ სფეროში.
