ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაიქცა
ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ ღონისძიებაზე წაბორძიკდა და წაიქცა. ინციდენტი შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე, დიპლომების გაცემის დროს მოხდა. პრეზიდენტს წამოდგომაში საჰაერო ძალების წარმომადგნლები დაეხმარნენ. მoგვიანებით გავრცელებულ განმარტების მიხედვით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ პრეზიდენტმა ქვიშის ტომარას წამოკრა ფეხი. ამასთან, მედიაში დაიწერა ისიც, რომ ბაიდენი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა ფეხზე, სანამ აკადემიის 921 კურსდამთავრებულ კადეტს ჩამოართმევდა ხელს.
