ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა
12 ივნისს ახალი კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დაფუძნდება. ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა გადაცემა „იმედი ლაივის“ ეთერში განცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის შექმნის იდეა უფრო საჭიროებით არის ნაკარნახევი, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ამოცანებით.
