რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. შეიარაღებული ძალების სარდლობის მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ყველა მათგანი გაანადგურეს, მაგრამ რაკეტების ნაწილები საცხოვრებელ რაიონში ჩავარდა, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია, 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი რაიონული პოლიკლინიკის შენობასთან იმის გამო დაიღუპნენ, რომ მათ თავშესაფარში შესვლა ვერ შეძლეს.
