უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ჩამოვლენ
უახლოეს მომავალში საქართველოში ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები ჩამოვლენ. ამის შესახებ ევროპარლამენში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა. პრეზიდენტის თქმით ბრიუსელში გამართული შეხვედრები მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
