დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა შვედეთში
შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა. სტოკჰოლმის მთავარ საკონცერტო დარბაზში ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში გაიმართა საზეიმო მიღებაც.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
