31 მაისი საქართველოში პოლიციელის დღეა
წარმატებები სამშობლოსა და ხალხის სამსახურში, შს მინისტრმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. ვახტანგ გომელაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას არ დაუშვებს და მათი ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი იქნება სამართალდამცველებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა. „თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს“- ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილი. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ის ფაქტი აღნიშნა, რომ საქართველოს სისტემა არა მხოლოდ რეგიონში, მის ფარგლებს გარეთაც სამაგალითოა. პროფესიულ დღეს ჯილდო უწყების 20-ზე მეტ თანამშრომელს გადაეცა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
