"ტყის ბუნებრივი განახლება"
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში გამწვანების აქცია მოეწყო. ხანძრის შედეგად სრულად განადგურებულ 250 ჰექტარზე აქციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგეს.
