ახალი სკვერი ივერთუბანში
დედაქალაქის მერმა დღესვე, ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა. ტერიტორიაზე, რომელიც დაჭაობებული იყო, სადრენაჟე სისტემები მოეწყო. ამის შემდეგ კი პროექტის შესაბამისად, აშენდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, გაკეთდა საპარკე ავეჯი, დაირგო 753 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი.
