ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო შექმნილ აჟიოტაჟს, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო შექმნილ აჟიოტაჟს, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ბოლო 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, ევროკავშირისა და ნატოს მოედნებზე - დაწერა შალვა პაპუაშვილმა ტვიტერში. პარლამენტის თავმჯდომარე, დასავლელ პარტნიორებს მიმართავს, რომ დროა, არასწორი კრიტიკის ნაცვლად, დასავლეთი საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს და ნატოსა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა მიანიჭოს.
