ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე დასასწრებად, მოლდოვაში გაემგზავრა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატით დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
