ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება - შეფასებები
ურსულა ფონ დერ ლაინის განცხადებით, უკრაინაზე თავდასხმა განხორციელდა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ეს ერთიანი ევროპის იდეის წინააღმდეგ ბრძოლაა. ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვა, სრულ თანხვედრაშია, საქართველოს პრემიერის განცხადებასთან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიცია არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპელი პარტნიორები მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებენ.
