ენტონი ბლინკენმა თურქეთს მიმართა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, შვედეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ანკარის წინააღმდეგობის გადასაჭრელად. „არ არსებობს მიზეზი, წინ არ წავიწიოთ. მოუთმენლად ველით პროცესის დასრულებას მომდევნო კვირებში“, - აღნიშნა ამერიკის პირველმა დიპლომატმა.
