ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში მიმდინარე ომი წელს დასრულდეს
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს უკრაინაში მიმდინარე ომი წელს დასრულდეს. ინფორმაციას „ლა რეპუბლიკა“ ავრცელებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ომის გაჭიანურებამ შესაძლოა 2024 წელს ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ხელახალ არჩევას ხელი შეუშალოს. გამოცემის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე აქტიურად მუშაობენ. პარალელურად კი უკრაინის პრეზიდენტმა იაპონურ მედიას კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ არ აპირებს პუტინთან საუბარს იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან სამხედროებს სრულად არ გაიყვანს.
