შალვა პაპუაშვილის გზავნილი დასავლეთს
ბოლო 15 წელია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, ევროკავშირისა და ნატოს მოედნებზე - წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარემ დასავლელ პარტნიორებს მიმართა და დაწერა, რომ დროა არასწორი კრიტიკის ნაცვლად, დაეხმარონ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში და მიანიჭოს ნატოსა და ევროკავშირის დამსახურებული წევრობა. ამ გზავნილით შალვა პაპუაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრის განცხადებას და სპეკულაციებს გამოეხმაურა.
