თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა
თბილისის 32-ე საჯარო სკოლას აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ბესარიონ კივილაძისა და ალექსანდრე თანდაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი , ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
