პრემიერ-მინისტრი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
პრემიერ-მინისტრი პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „დამოუკიდებელი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი პროკურატურა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი და ამდენად, დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია. მეამაყება, რომ ჩვენი პროკურატურა სწორედ ასეთ თანამედროვე, ანგარიშვალდებულ, ევროპული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მადლობას გიხდით იმ უდიდესი შრომისათვის, რომელსაც თქვენ ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად ეწევით და კვლავაც წარმატებებს გისურვებთ“. ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში .
