ბრატისლავაში ფორუმის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
ბრატისლავაში ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
