ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადება
სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალებს აცნობენ. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კრედიტს სუისს“ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, 926 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისმა“ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.
