ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან
სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალებს აცნობენ. სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით “კრედიტს სუისის”, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, 926 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით.
