ხმაური ბიუროს სხდომაზე
პარლამენტის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ხმაური სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” კანონპროექტზე ბიუროს გადაწყვეტილებას მოყვა. დეპუტატებმა პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს, საუბარია ცვლილებაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას დაარეგულირებს.