სკოლების შემდეგ პროექტი „ჩვენი ჯარი“ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს
სკოლების შემდეგ პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრნენ.
