სპეციალური ნიშანი A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის
თბილისის მერმა, ტაქსის მძღოლებს QR კოდები და სპეციალური ნიშანი გადასცა. პროექტის ფარგლებში, სურვილის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებს, გადაეცემათ ბრენდირებული კოდები და მომხმარებელი მგზავრობის საფასურს ელექტორნულად გადაიხდიან. სპეციალური ნიშნით კი ისინი ბასლაინზე გადაადგილებას შეძლებენ.
