გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და „მეცის“ მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მიქაუტაძე ბომბარდირთა დავაში კონკურენტს, „კანის“ შემტევს, ალექსანდრ მენდის ოთხი ბურთით უსწრებს. ამავე ცერემონიაზე ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ კილიან მბაპე აღიარეს.
