ვითარება ავღანეთი-ირანის საზღვარზე
ავღანეთთან ირანის საზღვარზე უსაფრთხოება გარანტირებულია - თალიბანის თავდასხმის შემდეგ საზღვრის გასწვრივ მონაკვეთს სახმელეთო ძალები აკონტროლებენ. განცხადებას ოფიციალური თეირანი ავრცელებს. თალიბანი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარს თავს გუშინ დაესხა. ინციდენტი წყლის უფლების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მოხდა.
