პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს
პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად თავი შეიკავოს, მიუხედავად, როგორც განცხადებაში წერია, მისი არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული ქმედებებისა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას და არავის მისცეს პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. „ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.“ წერია განცხადებაში. ამ გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წელიწადნახევრის განმავლობაში უნარჩუნებს მინიმალურ ლეგიტიმაციას საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. პოლიტიკური საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ ზურაბიშვილი ქართველი საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო არ გაამძაფრებს კონფრონტაციას და მმართველი გუნდი მზად არის პრეზიდენტს დაეხმაროს.
