დიპლომატიური თასი დასრულდა
სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებული დიპლომატიური თასი დასრულდა. ფონდმა დიპლომატებს ბოლო დისციპლინაში, კალათბურთში უმასპინძლა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს იტალიის, საბერძნეთის, ლიეტუვის საელჩოებმა და თავად ფონდის გუნდმა. შეჯიბრი ჯგუფური სისტემით ჩატარდა. პირველი ადგილი მასპინძელმა გუნდმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ლიეტუვის საელჩოს გუნდი დაამარცხა.
