სერბეთში პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
საპროტესტო აქციები იმართება სერბეთში. ოპოზიცია და მისი მომხრეები მოქმედი პრეზიდენტისა და უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსნის გადადგომას ითხოვს. მომიტინგეები ვუჩიჩს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამან ქვეყანაში გამოიწვია მასობრივი სროლები, რომლის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. გადადგომას და მთავრობის დათხოვნას არ აპირებს პრეზიდენტი ვუჩიჩი, თუმცა ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ვუჩიჩმა მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
