ირანი-ავღანეთი - თავდასხმა საზღვარზე
ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე და „თალიბანის“ ერთი მებრძოლი დაიღუპა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილებიც. თალიბანი მუქარას ოფიციალური თეირანის მიმართ განაგრძობს. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია შეტაკების პროვოცირება, თუმცა ცნობილია, რომ დაპირისპირების მიზეზი წყალია. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი ავღანეთს 1973 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, ავღანეთს აღებული აქვს ვალდებულება, წლიურად ირანს გარკვეული რაოდენობის წყალი მიაწოდოს, ავღანეთის ყველაზე გრძელი მდინარე ჰელმანდიდან.
