26 მაისი - ბაიდენის მილოცვა
ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევრო კავშირისა და NATO-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. როგორც ბაიდენი აღნიშნავს, აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება.
