26 მაისის ღონისძიებები
„სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას სპორტდარბაზში იმყოფებოდა. მისივე თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტო სურათები, სადაც აუზზე იმყოფება, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისი ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები. მისი თქმით, იგი არც გასულ წელს არ დაესწრო ღონისძიებას. ამ თემაზე, დღეს განცხადებები გაკეთდა მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან.
