სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ოქროს მედალოსანი და ვერცხლის მედალოსანი ახალგაზრდები სკოლის წარჩინებით დამთავრებისათვის დააჯილდოვა. კახეთის წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონიაში გიორგი ალადაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა იაკობმა და პარლამენტის წევრებმა.
