Sun Express-ი საქართველოს ავიაბაზარზე
საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ, გერმანულმა ავია კომპანია სან ექსპრესმა დაიწყო. 2-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავია კომპანიასთან წარმატებით დაასრულა. პირველი რეისი საქაერთველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა. სან ექსპრესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: ანკარადან ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.
