მმართველი გუნდის პოზიცია
რუსეთთან ვაჭრობის გაჩაღების, გაღრმავების ინიციატივა რა თქმა უნდა ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ვლადიმერ პუტინის გააცხადებაზე საუბრისას თქვა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არასოდეს გამოსულა ინიციატივით გაეღრმავებინა ან გაეუმჯობესებინა რუსეთთან ურთიერთობები. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ძალისხმევა ყოველთვის მიმართული იყო სხვა პარტნიორებისა და ახალი ეკონომიკური ბაზრების მოძიებისკენ.
