ოპოზიციის საბოტაჟი ევრორეკომენდაციის წინააღმდეგ
მმართველი გუნდი ოპოზიციას ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, პარტიული ინტერესების დაყენებაში და 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან იმ პუნქტის ჩაგდებაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს წევრები უნდა აირჩიონ. ამიტომ მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციამ ქვეყნის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს და არა ვიწრო პარტიული. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, ყველაფრის მიუხედავად, არიან ოპოზიციაში ძალები, რომელთათვისაც ქვეყნის ინტერესი უფრო მაღლა დგას.
