საკანონმდებლო ცვლილებები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა, სასამართლოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე კიდევ ერთხელ იმსჯელა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის ინტერესია საუკეთესო ევროპული სამართლებრივი ნორმების გადმოტანა ქართულ კანონმდებლობაში.
