საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ხალხი არჩევანს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩ დაროღლუს შორის აკეთებს. ისინი მოსახლეობას ქვეყნის მომავლის ორ განსხვავებულ ხედვას სთავაზობენ, რის გამოც მიმდინარე არჩევნები ისტორიული მნიშვნელობის მქონეა. დღეს გადაწყდება გააგრძელებს თუ არა ერდოღანი 20-წლიან მმართველობას, თუ ხალხი ქილიჩ დაროღლუს და სახელმწიფო მმართველის ცვლილებას აირჩევს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
