მორიგი კრიტიკა პრეზიდენტისგან
პრემიერის გამოსვლის აქცენტები დღეს დიასპორის ფორუმზე მოვისმინეთ, სადაც პრეზიდენტიც იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილომა გუშინდელი სტილის გაგრძელება არჩია და მმართველი ძალის მიმართ კრიტიკა არც დღეს დაიშურა. ამჯერად პრეზიდენტი პროტოკოლური წესების მიმართ უკმაყოფილებას ვერ მალავდა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრეზიდენტი ამ საკითხზე საჯარო განცხადებას აკეთებს. შემდეგი კრიტიკა უკვე უშუალოდ დიასპორის მიმართულებას ეხებოდა. უფრო კონკრეტულად კი სალომე ზურაბიშვილი უკმაყოფილოა კომისიის კრიტერიუმებითა და დიასპორის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაკლები ჩართულობით. ამ პრეტენზიას პრემიერი კონკრეტული მაგალითით გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ დიასპორის წარმომადგენელი არათუ პარლამენტში, თავად პრეზიდენტად აირჩიეს
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
