პრემიერის გზავნილები
ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის 105 წელი მიითვალა. გამოწვევებით, სირთულეებით, დაღმასვლებითა და აღმასვლებით სავსე 105 წელი. 2023 წლის დამოუკიდებლობის დღეზეც საქართველოს წინაშე არაერთი პრობლემა დგას და მათ შორის კარგად ნაცნობიც. სწორედ ყველა ეს გამოწვევა, ამოცანა და მიღწევა იყო დღეს პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტი. ქვეყნის გამთლიანება - პრიორიტეტებს შორის უმთავრესია, ევროატლანტიკური მისწრაფება და დამსახურებული სტატუსი, რომლისთვისაც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. დღევანდელ გამოსვლაში ითქვა ისიც, რომ საქართველო არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა, უკრაინის მხარდამჭერია და ამავე დროს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი, უცვლელი სამეზობლო საფრთხის ფონზე
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
